სტიქიაა ყვარლის მუნიციპალიტეტში. ძლიერი სეტყვის შედეგად ხუთი სოფელი დაზარალდა.
სოფლებში: ჭიკაანი, გავაზი, კუჭატანი, სანავარდო და წიწკანაანთსერში განადგურდა მარწყვის მოსავალი, ასევე საზამთროსა და ნესვის ბაღები.
სტიქიის ზონაში ზარალის დამთვლელი კომისია უკვე მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა.