LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ქართველ ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს

151
elhoi43

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, მთაწმინდაზე საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან, ბერა ივანიშვილთან ერთად, მივიდა. მან საკუთარი არჩევანი რამდენიმე წუთის წინ დააფიქსირა.

„დარწმუნებულ ვარ, რომ ქართველ ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს, როგორც მთაწმინდაში, ისე სხვა ოლქებშიც, აქტიურობა მაღალია და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების კანდიდატები დიდი უპირატესობით დღეს გაიმარჯვებენ. დღევანდელი არჩევნები, თავისი მნიშვნელობით, ისევე როგორც ბოლო წლებში ქართველი ხალხის სწორი არჩევანით, ჩვენ მოვახერხებთ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითარებთ. მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა უპირატესობა იქაც ჩვენი კანდიდატების დიდია და დიდი ალბათობით, პირველივე ტურში უნდა გაიმარჯვონ ქართული ოცნების კანდიდატებმა“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის დეპუტატობის 20 კანდიდატი იბრძვის – მათგან ექვსი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

მთავარი ბრძოლა “ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძესა და მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ ლადო კახაძეს შორის გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები