LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაში ბიზნესის განსავითარებლად 20 მლნ ლარი დაიხარჯება

96

მთაში ბიზნესის განსავითარებლად “მთის განვითარების ფონდიდან” გარკვეული სახსრები წარიმართება.

როგორც ”ფორტუნას” მთის განითარების ეროვნული საბჭოს მდივანმა ოთარ კონჯარიამ განუცხადა, ფონდის მთავარი დანიშნულებაა მაღალმთიან რეგიონებში პროექტების დაფინანსება, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალმთიან დასახლებაში ეკონომიკური აქტოვობის ზრდას, დამატებითი საწარმოების და სამუშაო ადგილების შექმანს.

”ერთის მხრივ არსებობს საგადასახდო შეღავათები. გარდა ამისა, სახელმწიფო წარმართავს ძალისხმევას იმ მიმართულებით, რომ კიდევ უფრო დამატებით ხელი შეეწყოს წარმოების განვითრებას. მაგალითად, შეიძლება დაფინანსდეს ისეთი პროექტი, რომელიც უკვე არსებული ბიზნესის განვითარებას ან ახალი ბიზნესის დაფუძნებას შეუწყობს ხელს. ან შესაძლებელია იყოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარება, ან სახსრები მიმართული იყოს მაღალმთიან დასახლებაში არსებული კულტურული ძეგლების ტურისტული პოტენციალის გაძლიერებისკენ და ა.შ. ეს საკითხები, ბუნებრივია, განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება უახლოეს მომავალში. ამ მიმართულებით იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ განკარგვის წესზე იმუშავებს” – განუცხადა ”ფორტუნას” კონჯარიამ.

მისივე თქმით, მთის განვითარების ფონდი საბიუჯეტოა და მისი ხარჯების მიზნობრიობას მთის განითარების ეროვნული საბჭო განსაზღვრავს.

2016 წლის ბიუჯეტში ფონდი მოცულობა 20 მლნ ლარით განისაზღვრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები