LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლგბტქი ჯგუფი ამბობს, ვიჩაგრებითო, სინამდვილეში, პირიქით ხდება – დეკანოზი (ვიდეო)

166

დეკანოზი თეიმურაზ ჯინჭარაძე “ფორტუნასთან” ამბობს, რომ ლგბტ თემი ამ ეტაპზე ჩაგვრაზე აპელირებს, თუმცა, რეალურად, მათ არავინ ჩაგრავს, უფრო მეტიც, “შემდეგ ეტაპზე პირიქით ხდება.”

დეკანოზი მიიჩნევს, რომ ლგბტ თემი მათ იდეოლოგიას “ერს თავს ახვევს”, რასაც ისინი არ დაუშვებენ.

“არავინ არავის ჩაგრავს. ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს თავის ცხოვრების წესი, ოღონდ თუ ის უზნეოა, ეს არ უნდა მოახვიოს თავს,”- ამბობს დეკანოზი.

თბილისი პრაიდმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ლგბტქი ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ჩაგვრის და უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვიან.

თქვენთვის სათქმელი გვაქვს – ვინ არიან და რა აწუხებთ ლგბტქი ჯგუფის წევრებს (ვიდეო)

ლგბტქი ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ თავისუფლება და არაძალადობრივ გარემოში ცხოვრება სურთ.  ისინი ამბობენ, რომ ისინი ჩვენი მეგობრები, შვილები, მშობლები, თანამშრომლები არიან და მათაც აწუხებთ ქვეყანაში არსებული სიღარიბე, უმუშევრობა, ოკუპაცია და სოციალური უთანასწორობა.

17 მაისს ლგბტქი თემი საქართველოში ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. 2013 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.  სწორედ 2013 წლის 17 მაისს სამღვდელოების წარმომადგენლებმა და მოქალაქეთა ნაწილმა ლგბტ თემს აქციის გამართვის საშუალება არ მისცა და ფიზიკურად გაუსწორდა მათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები