LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს” – სასულიერო პირები და მოქალაქეები კანცელარიისკენ მსვლელობით მიდიან

261
მსვლელობა

დღეს დილიდან თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად სასულიერო პირები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.

როგორც რადიო “ფორტუნასთან” ადგილზე შეკრებილმა სასულიერო პირებმა და მოქალაქეებმა განაცხადეს, ისინი იცავენ “ოჯახის სიწმინდის დღეს”.

ამასთან, მათ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებითაც გააკეთეს კომენტარი. მათი თქმით, ლგბტ თემის მიმართ ძალადობა დაუშვებელია, თუმცა აღნიშნულ თემს მოუწოდეს, ნუ ეცდებიან საკუთარი შეხედულებების საჯარო დემონსტრირებას. მათივე თქმით, ისინი არ დაუშვებენ, რომ თბილისი “სოდომ-გომორად” გადაიქცეს და შესაბამისად ივნისში პრაიდის კვირეულსაც გააპროტესტებენ.

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილების ნაწილი მსვლელობით კანცელარიისკენ, ნაწილი კი სამებიკენ წავიდა. ღონისძიება სამღვდელოების მიერაა ორგანიზებული.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები