მესი წმინდა გიორგის ჯვრით დააჯილდოვეს ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის მშვენებლობაში დახმარებისთვის.
„ბარსელონას“ ფორვარდს კატალონიის ერთ-ერთი მთავარი სამთავრობო ჯილდო გადასცეს. ცერემონია ბარსელონაში გაიმართა.
როგორ იზრდებოდა მესის პოპულარობა.
კატალონიელები შვილებს ლეოს თითქმის არ არქმევდნენ. ახლა სახელის პოპულარობა 4000%-ით გაიზარდა
„დიდი მადლობა ამ ჯილდოსთვის. ვამაყობ და ვაფასებ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს კატალონიურ საზოგადოებაში ამ ჯილდოს“, – დაწერა ლეომ ინსტაგრამზე.
წმინდა გიორგის ჯვარი დაწესდა 1891 წელს.
ლეო დააჯილდოვეს უდიადესი სპორტული კარიერისთვის და სანტ ჟოან დე დეუს ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობაში მონაწილეობისთვის.
მესი მეხუთე კაცია ‘ბარსელონადან“, რომელიც ამ ჯილდოთი დაუჯილდოვებიათ.