LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Uber-მა „ჩუმი მძღოლის რეჟიმი“ დაამატა

114
ubertaxss

დაიღალეთ ხმაურიანი მძღოლით? ტაქსისტი უამრავ ისტორიას გიყვებათ და მთელი გზა ენას არ აჩერებს? Uber-მა საერთაშორისო პრობლემის მოგვარების გზას მიაგნო.

„ჩუმი რეჟიმი“ ეს იქნება უფასო სერვისი, რომელიც დასაწყისისთვის მხოლოდ შტატებში იქნება ხელმისაწვდომი.

ამიერიდან მგზავრებს ტაქსის გამოძახებისას შეეძლებათ სასურველი რეჟიმი – „ჩუმი მძღოლი“, „ბედნიერი კომუნიკაცია“ ან „მნიშვნელობა არ აქვს“ შეარჩიონ. იდეის ავტორებს სჯერათ, რომ ახალი სერვისი ტაქსის კომპანიაზე მოთხოვნას გაზრდის და მგზავრებს საშუალებას მისცემს რომ მგზავრობისას ტელეფონზე ისაუბრონ, იმუშაონ ან უბრალოდ დაისვენონ და დაიძინონ კიდეც.

ახალი რეჟიმი შტატებში ხვალიდან ამოქმედდება, ევროპაში კი რამდენიმე თვეში დაინერგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები