LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ქობულია: თითქმის არაფერს ვაწარმოებთ ექსპორტისთვის

102
FTW-Pick-Favourable-global-environment-should-pump-up-export-volumes-800x400

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის შეფასებით, საქართველოში პრაქტიკულად ყველაფრის იმპორტი ხდება და თითქმის არაფერს ვაწარმოებთ ექსპორტისთვის, რაც ეკონომიკისთვის მძიმეა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საშუალოდ 4%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, პოტენციალი საკმაოდ დიდია და გამოწვევები ითხოვს იმას, რომ ჩვენ ეს ზრდის ტემპი როგორმე დავაჩქაროთ. როგორც ვხედავთ სიღარიბის დონე ძალიან მაღალია. მაღალია ასევე რეალური უმუშევრობის მაჩვენებელი. საჭიროა მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის ტემპის მომატება, რაც ეკონომიკის ზრდის მეტ ტემპს გულისხმობს.

ჩვენს ეკონომიკაში ვაჭრობაზე საექსპორტო პოტენციალის შექმნა ამ ზრდის მამოძრავებელი ძალა უნდა გახდეს. იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან მცირეა. საქართველს ეკონომიკა მუდმივად შინაგანი მოთხოვნის საფუძველზე ვერ გაიზრდება. ჩვენ თუ საქონელი ექსპორტზე არ გავიტანეთ ზრდა ლიმიტირებული იქნება,“ – განმარტა გიორგი ქობულიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები