ფრეიზერ ფორსტერი ინგლისის პრემიერლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მაურისიო პოჩეტინო კი საუკეთესო მწვრთნელად.
„ტოტენჰემის“ დამრიგებელმა ეს ჯილდო სეზონში მეორედ მიიღო.
ფორსტერმა გასულ თვეს სამი მშრალი მატჩი ჩაატარა – „არსენალთან“ (0:0), „ვესტ ჰემთან“ (1:0) და „სუონსისთან“ (1:0).
27 წლის ფორსტერი „საუთჰემპტონის“ ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელია, ვინც ეს ჯილდო მიიღო. 2013 წლის შემდეგ კი თვის საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე პირველად გახდა.
თავის მხრივ პოჩეტინოს „ტოტენჰემმა“ თებერვალში ყველა, ოთხივე მატჩი მოიგო.