ინგლისის პრემიერლიგა დასრულდა. შესაბამისად, დაიწყება, უფრო სწორედ უკვე დაიწყო შეფასებები, ანალიზი, მოსაზრებები.
ძველი ფეხბურთელები, ექსპერტები, ფანები – ვისაც არ დაეზარება საკუთარი მოსაზრებით წაიღებს ტვინს. ერთ-ერთი პირველი ცნობილი ვარსკვლავი ალან შირერია, რომელმაც პრემიერლიგის აწგასრულებული სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
ერთ დროს საქართველოს ნაკრების კარში გოლის გამტანმა ფორვარდმა ორი გუნდი გამოყო და თანაბრად – 5-5 ფეხბურთელი შეიყვანა „სიტიდან“ და „ლივერპულიდან“. ის ერთადერთი, მე-11 ფეხბურთელი კი მესამეადგილოსანი „ჩელსიდანაა“.
მაშ ასე, შირერის თერთმეტეული:
მეკარე: ედერსონი
დაცვა: ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, ლაპორტე, რობერტსონი
ნახევარდაცვა: ბერნარდო სილვა, ვეინალდუმი, აზარი
თავდასხმა: მანე, აგუერო, სტერლინგი