LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო კომპანიები ნეპოტიზმის ბუდეს წარმოადგენენ – ეკონომიკის ყოფილი მინისტრი

145
df6de1950e305891ff620278356c38c6_XL

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მთავრობას ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, კონკრეტული მიმართულებებით მუშაობისკენ მოუწოდებს. ერთ-ერთი მიმართულება კი, გიორგი ქობულიას შეფასებით, არის სახელმწიფო ქონების სწრაფი პრივატიზაცია და სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ზრდა.

„სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ძირითადი მიზანი არის არა მხოლოდ ბიუჯეტში თანხების მოზიდვა, არამედ ამ ქონების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან შემოგვრჩა დიდი ქონება, რომელიც არ მონაწილეობს ეკონომიკაში. უნდა გადავცეთ ეს ქონება ბიზნესს, რომ შექმნან რაღაც დროულად.

სახელმწიფო კომპანიები, რამდენადაც ცუდად არ უნდა ჟღერდეს, არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ ისინი დღესაც ჩვენი ეკონომიკის დიდ ნაწილს წარმოადგენენ და სამწუხაროდ, წარმოადგენენ არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს. კორპორატიზაციის და პრივატიზაციის გარეშე ჩვენ ამ პრობლემას ვერ გადავწყვეტთ“, – განაცხადა პარლამენტში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები