რამდენიმე წელია, რაც როუზი ჰანტინგტონ-უაიტლი Marks & Spencer-თან თანამშრომლობს.
ახლახან, ინგლისელმა მოდელმა ბრიტანულ ბრენდთან თანამშრომლობის კიდევ ერთი შედეგი გვიჩვენა. ქსელში ჯეისონ სტეტჰემის სუპერსექსუალური მეუღლის ახალი ფოტოები გავრცელდა, რომლებშიც ის რეკლამას ქალის თეთრეულს უკეთებს.
პიკანტურ ფოტოებში, რომელთაც 32 წლის ვარსკვლავის თაყვანისმცემელთა არმიისგან აპლოდისმენტები მოჰყვა, როუზი შავ თეთრეულში პოზირებს და სხეულის იდეალურ ფორმებს წარმოაჩენს.