LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ფოტოგრაფზე ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

62
WhatsApp Image 2019-05-14 at 17
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ფოტოგრაფზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე აღძრულია საქმე,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ნიკოლოზ დიასამიძემ განაცხადა.  მისი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე დაკავებულია ერთი პირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. ჩვენ  ვსწავლობთ ყველა ინციდენტს, სადაც შესაძლოა არსებობდეს  სისხლის სამართლებრივი დანაშაულის მცირედი ნიშნებიც კი.
ჩვენს მიერ დაწყებულია გამოძიება 2 სისხლის სამართლის საქმეზე: პირველი, ეს არის, მიმდინარე წლის  12 მაისს, სოფელ ჯიხაშკარში ერთ-ერთი  მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, მისი მფლობელის ნებართვის გარეშე შეღწევა და  მისი ოჯახის წევრები მიმართ  სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე.  აღნიშნულ ფაქტზე  გამოძიება დაწყებულია  სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე  მუხლით.
რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღში, ერთ-ერთი კანდიდატის ფოტოგრაფზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 126-ე მუხლით. გამოძებნის ამ ეტაპზე დაკავებულია ერთი პირი.
აქტიურად გრძელდება სხვა საგამოძიებო მოქმედებები.
აქვე დავამატებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს – დაიცვან კანონით დადგენილი წესები. ნებისმიერ  ძალადობრივ მოქმედებას, აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება და  კანონის დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყება  გაატარებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს,“ – განაცხადა ნიკოლოზ დიასამიძემ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები