LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიის მტკიცებით, ჭავჭავაძეზე ხეების მოჭრა მშენებლობის დაწყებას არ უკავშირდება

76

თბილისის მერიამ ჭავჭავაძის N 53-55-ის მიმდებარედ გამხმარი და დაზიანებული ხეების მოჭრა გადაწყვიტა.

ამასთან, მერიაში უარყოფენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, გამხმარი ხეების მოჭრა აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარგავების გეგმური შემოწმებისას, ჭავჭავაძის N53-55-ის მიმდებარედ გამხმარი ხეები დააფიქსირა.

”აღსანიშნავია, რომ დაზიანებული ხე-მცენარეები წარმოადგენს საფრთხეს, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ საშიშროება გამხმარი და დაზიანებული ხეების წაქცევისა საკმაოდ დიდია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა, შესაბამისი დათვალიერების ოქმის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ჭავჭავაძის ქ. N 53-55-ის მიმდებარედ არსებული გამხმარი და დაზიანებული ხეების მოჭრის თაობაზე” – აცხადებენ მერიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები