როენა ხუცურაულს, იგივე “მამიდას” 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. გადაწყევტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მას გამოძიება პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას ედავება.
"პენსიონერი, მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ"
როენა "მამიდა": სასტუმროს კათარზისად გადაკეთებას ვაპირებდი
სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოთი გათავისუფლდება “მამიდასთან” ერთად იგივე ბრალდებით დაკავებული, ზინაიდა ქორიძე, ზედმეტსახელად “სალომე” , რომელიც 20 ათას ლარს გადაიხდის.
ორივე მათგანი საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.