LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისია დღეს დამტკიცდება

112
233750600

დავით გარეჯი არის ძალიან მგრძნობიარე თემა ნებისმიერი ქართველისთვის, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გააკეთა.

პრემიერის განცხადებით, აზერბაიჯანელ კოლეგებთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.

„რაც შეეხება დავით გარეჯის თემას, ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა ჩემთვის, ნებისმიერი ქართველისთვის. მიღწეულია შეთანხმება, დღეს ჩვენ დავამტკიცებთ ამ კომისიას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იქნება ხელმძღვანელი და დაიწყება დიალოგი და მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან. იქაც გაკეთდება მსგავსი კომისია და შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვეულებრივად იქნება წვდომა სამონასტრო კომპლექსის იმ მიმართულებებზე, სადაც არსებობდა პრაქტიკა,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის შეფასებით, აზერბაიჯანი არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები