LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე 10 მაისს გამოცხადდება – EMC

215
mariami

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე 10 მაისს გამოცხადდება,- ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია EMC ავრცელებს.

“როგორც ცნობილია, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება. ამ გამოძიების ფარგლებში, 8 მაისს სუს-მა ადვოკატებთან კომუნიკაციით მოითხოვა მალხაზ მაჩალიკაშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვა, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატების მიერ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს განემარტათ, რომ ადვოკატების სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, მაჩალიკაშვილის საგამოძიებო უწყებაში გამოცხადდებოდა 10 მაისს 15:00 საათზე.

ამ განმარტების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, დღეს დაახლოებით 12:20 რუსთაველის გამზირზე მყოფ მალხაზ მაჩალიკაშვილს მოსთხოვეს დღესვე, 15:00 საათზე საგამოძიებო უწყებაში გამოცხადება, რასაც ბუნებრივია მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატები არ დაეთანხმნენ და საგამოძიებო უწყებას კიდევ გაახსენეს შეთანხმება სწორედ 10 მაისს დაკითხვის თაობაზე და ასევე განუმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი გონივრული დროით ადრე უნდა ფლობდეს. დაახლოებით 3 საათით ადრე ინფორმაციის მიწოდება მოწმისთვის არ წარმოადგენს გონივრულ დროს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კიდევ ერთხელ განემარტა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე გამოცხადდება 2019 წლის 10 მაისს, 15:00 საათზე,”- აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში. 

რუსთავი 2-ის საკითხის გადაფარვა?! - რა კითხვები აქვთ იურისტებს მაჩალიკაშვილის საქმეზე

შესაძლებელია ხელისუფლება ცდილობდეს „ნახევრად  მომზადებული თემებით გადაფაროს მნიშვნელოვანი საკითხები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები