LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამთავრობო პროსტიტუციას მიხედეთ და ამ ქალს თავი დაანებეთ – ნათელაშვილი “მამიდას” დაკავებაზე

388
შალიკოოოოო

„სამთავრობო პროსტიტუციას მიხედეთ და ამ ქალს თავი დაანებეთ, არავისთვის ვნება მაინც არ მოაქვს თქვენგან განსხვავებით“, – ასე გამოეხმაურა საკუთარ Facebook-ზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი როენა ხუცურაულის დაკავებას.

 

როენა ხუცურაული მეტსახელად „მამიდა“ სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დღეს დააკავეს. ამავე ბრალდებით მასთან ერთად კიდევ 4 პირია დაკავებული.

როენა მამიდა დაიჭირეს (ვიდეო)

რას ედავებიან როენა ხუცურაულს?

„დაკავებულია: სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. -მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. – მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადითთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იზოლატორებში ადგილი არ არის - როენა ხუცურაული საკნის რიგში დგას

როდის გადაიყვანენ როენა მამიდას წინასწარი დაკავების იზოლატორში?

გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები