LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსელში განახლებული Skoda Superb-ის პირველი გამოსახულება გავრცელდა

61
skoda-superb

კომპანია Skoda-მ განახლებული Superb-ის პირველი ფოტო გაავრცელა. ავტომობილი ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი და მისი დებიუტი ბრატისლავაში შედგება.

Skoda-ს მიერ გავრცელებულ ესკიზზე ავტომობილის წინა ნაწილის შეთვალიერებაა შესაძლებელი. თანამედროვე მოდელისგან სიახლე ფარების ფორმითა და ბამპერის გაფორმებით განსხვავდება. დანარჩენ ვიზუალში კი რაიმე თვალსაჩინო ცვლილებები თითქმის არ შეიმჩნევა. ბოლოდროინდელი ტენდენციების მიხედვით, Superb-ის უკანა ნაწილზე, Skoda-ს ლოგოტიპთან ერთად წარწერა – Skoda-ც გაჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, ჰეტჩბეკის სალონი Scala-ს სტილში იქნება შესრულებული. შიგნით მოთავსდება საინფორმაციო-გასართობი სისტემა და მისი მართვა სმარტფონით იქნება შესაძლებელი.

და ბოლოს, პირველად Skoda Superb-ის ისტორიაში ავტომობილი ჰიბრიდის ტურბოძრავით აღიჭურვება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები