LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საქმე გვაქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდეს – ხოშტარია მაჩალიკაშვილის საქმეზე

103
ელენეხოშტარია

თუ სახელმწიფო დადასტურებულად ამბობს, რომ საქმე გვაქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, რომ ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდეს – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდეს, თუმცა გამოძიების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია.

„რაც შეეხება გუშინდელ ჩანაწერებს, ცხადია, თუ ეს ავთენტურია, ძალიან მძიმე რამეა. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს. წარმოუდგენლად გაუგებარია, თუ სახელმწიფო დადასტურებულად იძახის, რომ საქმე გვაქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, რომ ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდეს, თუ საუბრობენ, რომ რაღაც უდიდესი ტერორისტული საფრთხე გვაქვს, როგორ შეიძლება, რომ ზომები არ იყოს აქამდე მიღებული. ცხადია, უნდა დადასტურდეს ავთენტურობა, რა თქმა უნდა, ამ სახელმწიფოს გამოძიების მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი. ჩვენ რაც მოვისმინეთ არის მძიმე, სერიოზული რამ და აქ ისეთი გაუგებარი მოქმედებაა ხელისუფლების, რომ თან იძახიან ტერორიზმთან გვაქვს საქმე და თან არაფერს აკეთებენ, ასმაგად კიდევ უფრო გაუგებარია საერთოდ რითია დაკავებული”, – განაცხადა ხოშტარიამ.