LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საგას“ფილიალი ქუთაისში ახალ მისამართზე გაიხსნა

654
57393217_2227181427362670_6932628453321605120_n

მაღაზიათა ქსელ „საგას“ მასშტაბები სულ უფრო იზრდება და ვითარდება. კომპანიის სავაჭრო ობიექტების ჩამონათვალს უკვე ახალ მისამართზე  ქუთაისის ფილიალი დაემატა, რომელიც დ. აღმაშენებლის გამზირზე #64/გ-ში მდებარეობს.

ფილიალს ექნება სერვისცენტრი, რომელიც მომხმარებელს პროექტირებას, მონტაჟსა და საგარანტიო მომსახურებას შესთავაზებს.

მაღაზიათა ქსელი „საგა“ მომხარებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე აქტიურად  განაგრძობს ზრუნვას და უახლოეს მომავალში ფილიალების გაფართოებას კიდევ გეგმავს.

ცნობისთვის, „საგა“ 25 წელი ლიდერი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის, წყალმომარაგების და მზის სისტემების დანერგვაში. კომპანიისთვის პრიორიტეტია: უსაფრთხოება, ხარისხი, გარანტია,  მაღალკვალიფიცირებული ხელოსნები და ლიცენზირებული სერვისი. „საგა“  საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორებიცაა: ARISTON, A2, FARAL, VIVA, HISENSE, DEMIRDOKUM, WESBO, DAB, ROSTUR PLASTIC, ATLANTIC, EMET და სხვა. პარტნიორების და მომწოდებლების სია დღეისათვის 40-ზე მეტი ბრენდისაგნ შედგება.

ეწვიეთ „საგას“ ფილიალებს და პროფესიონალებისგან მიიღეთ თქვენთვის საჭირო მომსახურება: გათბობა , კონდიცირება , ვენტილაცია, წყალმომარაგება.

( R )

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები