LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა პაპიძეს ჰგონია, რომ მისი შვილი ცოცხალია

70

შესაძლოა მაგდა პაპიძეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ  პაპიძის უფლებადამცველმა, მარიამ ფხალაძემ განაცხადა.

“ამ ეტაპზე ის მოცემულობა არ გვაქვს, რომ დავაყენოთ მისი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის საკითხი. თუ კი სიტუაცია არ შეიცვლება, მერე შევხედავთ უკვე”- აცხადებს ადვოკატი.

მარიამ ფხალაძის თქმით, პაპიძეს ჰგონია, რომ მისი შვილი ცოცხალია და ითხოვს, რომ მოხდეს მისთვის სასაფლაოს ფოტოს ჩვენება. ადვოკატის განცხადებით, პაპიძემ აღნიშნული მოთხოვნა მასთან შეხვედრის დროსაც დააყენა და ციხის ადმინისტრაციისგანაც მოითხოვა.

მაგდა პაპიძეს ბრალად შვილისა და ქმრის მკვლელობა ედება, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები