LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუგული მაღრაძეს სავაშ ბალდარის მსგავსი მამაკაცები მოსწონს [ვიდეო]

643
magradze

გუგული მაღრაძეს სავაშ ბალდარის პერსონაჟის მსგავსი მამაკაცები მოსწონს – ამის შესახებ მან რუბრიკა „პირად ნივთებში“ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს სურათიც აქვს თურქ მსახიობ მურად ილდირმთან, რომელიც სავაშ ბალდარის როლს ასრულებს და ამბობს, რომ „სიყვარული და სასჯელი“ ერთადერთი სერიალია, რომელიც თავიდან ბოლომდე აქვს ნანახი.

„მაშინ ფეხზე გავიკეთე ოპერაცია და ვიწექი მთელი თვე და ამ დროს გადიოდა ეს ფილმი. ჩამოსული იყო და ვუთხარი რომ ერთადერთი შენი სერიალი მაქვს ნანახი-თქო და ფოტოც გადავიღეთ“, – განმარტავს დეპუტატი.

მაღრაძის თქმით, ილდირიმი ეკრანზე უფრო სიმპათიურია.

„რა ტიპსაც თამაშობს ისეთი ტიპები მომწონს: თავის თავში დარწმუნებული, რისკიანი, ძლიერი, გადაწყვეტილების მიღება რომ შეუძლია და ეს ყველას მოსწონს მგონი“, – ყვება გუგული მაღრაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები