LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ ხადური მოგების გადასახადის საკითხზე სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება

77

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მოგების გადასახადის ესტონურ მოდელს სადაზღვევო კომპანიებს გააცნობს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრა 8-9 მარტს არის ჩანიშნული და ფინანსთა სამინისტრო სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების არგუმენტებს მოისმენს იმასთან დაკავშირებით, უნდა გავრცელდეს თუ არა ესტონური მოდელი სადაზღვევო კომპანიებზეც.

”ჩვენ უკვე მოვისმინეთ ბანკების წარმომადგენლების არგუმენტები. ვაგრძელებთ მუშაობას. რამდენიმე კვირა კიდევ გვაქვს, ვიდრე პარლამენტი ამ კანონს მიიღებს და ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ბიზნესის ყველა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდეთ და მათი არგუმენტები მოვისმინოთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია და შევეცდებით არგუმენტების ჭიდილში სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ”, – განაცხად ნოდარ ხადურმა.

რაც შეეხება კანონის ამოქმედების ვადებს, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, კომუნიკაცია ბიზნესის წარმომადგენლებთან ამ საკითხზეც გრძელდება და როგორც ნოდარ ხადურმა განმარტა, მათ შორისაც არ არის ერთიანი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით.

მოგების გადასახადის ესტონური მოდელი 1 ივნისიდან ამოქმედდება, თუმცა ის არ გავრცელდება კომერციულ ბანკებზე, სადაზღვევო კომპანიებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები