LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ბოტანიკურ ბაღსა და ეკატერინეს სასახლეს აღადგენენ

151
ეკატერინეს-სასახლე

მუნიციპალური განვითარების ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია არაერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის განვითარება, რომელთა შორისაა: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისა და ეკატერინე დადიანის სასახლის რეაბილიტაცია, ზუგდიდის ბიბლიოთეკისა და სპორტ-კომპლექსის მშენებლობა.

უწყების ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების და ღობის რეაბილიტაციას, წყალმომარაგების, სარწყავი, საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემების მოწყობას. ასევე, ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებას. გაკეთდება სასეირნო ბილიკები, აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. სამუშაოები 2018 წლის დასაწყისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

პროგრამის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ეკატერინეს სასახლის რეაბილიტაცია. სასახლე გამოირჩევა როგორც არქიტექტურულ-მხატვრული, ისე ისტორიულ მემორიალური მნიშვნელობით. მის სივრცეში ექსპონირებული დადიანთა ნივთები, ინვენტარი, რელიქვიები და საგანძური აცოცხლებს დადიანების საყოფაცხოვრებო გარემოს და მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით.

დადიანების ბაღსა და სასახლეთა კომპლექს 2006 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ხოლო 2015 წელს მთავრობის დადგენილებით, განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. რეაბილიტაციის პროცესში მუზეუმში დაცული ყველა ექსპონატი უსაფრთხო ადგილას, ფონდ „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებულ „ნიკოსეულ სასახლეში“ იქნება გადატანილი.

ქალაქ ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები