LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაშვილობა ოლიმპიადაზე: ოლიმპიური ლიცენზია ნინო სალუქვაძის შვილმაც მოიპოვა

209

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძის შემდეგ მისმა შვილმა ცოტნე მაჭავარიანმაც მოიპოვა.

უნგრეთში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლისას 18 წლის ცოტნე მაჭავარიანმა პირადი რეკორდი დაამყარა და ერთ-ერთ სერიაში მაქსიმალური შედეგი 100 ქულა მოიპოვა. საბოლოოდ, მაჭავარიანმა ტურნიტზე მეექვსე ადგილი დაიკავა.

ნინომ ქართველ სპორტსმენთა შორის პირველმა აიღო ოლიმპიადის საგზური და სარეკორდო, მერვე თამაშებზე მოუწევს გამოსვლა.

ცოტნე მაჭავარიანის ლიცენზია ჩვენი ოლიმპიური გუნდისთვის მე-15 საგზურია. ქართულ სპორტში პირველი პრეცედენტია, როცა დედა-შვილი ოლიმპიადაზე ერთად იასპარეზებენ. მსგავსი რამ მსოფლიოს ოლიმპიზმისთვისაც უჩვეულო ამბავია. დედა-შვილს ნინო სალუქვაძის მამა ვახტანგ სალუქვაძე ავარჯიშებს. ფაქტობრივად საქართველოს ნაკრებში ერთი ოჯახის სამი თაობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები