2016 წელს 21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება მოხდება. 8 000-მდე აბონენტის გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება შემდეგი მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირებისათვის:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლები: ბეღლევი, ბოსლევი (გაღმა ბოსლევი, გამოღმა ბოსლევი) და ქვედა საზანო;
- გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები: კალაური და ვაჩნაძიანი;
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: ცაიში და რიყე;
- ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები: ბაყილოვანი, საკობიანო, ყვარელწყალი, დედისფერული, ქორეთი, დუისი, წინუბანი, ჯოყოლო, ბირკიანი, ხორბალო, ზემო ხალაწანი, შუა ხალაწანი, ქვემო ხალაწანი, დუმასტური და ომალო;
- კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები: გომისჯვარი, ლავრისხევი და წინარეხი;
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ფოლადაანთკარი;
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლები: ზედა მესხეთი და ქვედა მესხეთი;
- დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მჭადიჯვარი;
- ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: ჭართლი, ბუჩაანთკარი, ვაშლობი, ზენუბანი, მენესო, მუგუდა, დოლასქედი, საქერე, სონდა, ჩიტაურები, ჭალისოფელი, ხამუშა და ჯუღისი;
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ქვედა ნასაკირალი და სოფლები: ნასაკირალი, ქვედა ბახვი, ციხისფერდი, შრომა და წვერმაღალა;
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები: წყალწმინდა, ქვემო აკეთი და აცანა;
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლები: ბუკისციხე, დაბლაციხე, შუა ამაღლება, ამაღლება და სამება;
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლები: გელათი და მოწამეთა;
- გორის მუნიციპალიტეტის სოფელი სკრა;
- მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხათგვერდი;
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი წითელხევი;
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაისუბნი;
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები: ლაშე და კიცხი;
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებისათვის საჭირო მკვებავი გაზსადენი;
- ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი უხუთი;
- მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი ვედიდკარი;
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისი;
- ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი აბასთუმნის გაზიფიცირებისთვის საჭირო მკვებავი გაზსადენი.