ახალი ბლოკბასტერის „იქს-ადამიანები: ბნელი ფენიქსი“ (X-Men: Dark Phoenix) მთავარი როლის შემსრულებლებმა ჯესიკა ჩესტეინმა, მაიკლ ფასბინდერმა და სოფი ტერნერმა პარიზში წარადგინეს ერთობლივი ნამუშევარი და ეიფელის კოშკთან მოწყობილ ფოტოსესიაშიც მიიღეს მონაწილეობა.
42 წლის ჩესტეიმა ფოტოგრაფების წინაშე წარსადგომად Ralph Lauren კუბოკრული კოსტუმი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეარჩია, 23 წლის ტერნერი კი, კოქტეილის შავ კაბაში გამოცხადდა.