LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ქართველი საღეჭი რეზინის მოპარვის გამო დააკავეს – ბარიში ერთ დღეში სამი ქართველი დაიჭირეს

242
chewing-gum-1

იტალიაში, ქალაქ ბარის პოლიციამ, ერთ დღეში სხვადასხვა ბრალდებით სამი ქართველი დააკავა. დაკავებების სერია გუშინ მოხდა.

51 წლის მამაკაცი, რომელსაც პოლიცია უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

35 წლის ი. დ. კი სუპერმარკეტიდან საღეჭი რეზინის ძარცვისთვის დააკავეს. საქართველოს მოქალაქეს 40 ევროს ჩხრეკისას ღირებულების პროდუქცია აღმოაჩნდა, რომელსაც ის ჯიბეებსა და შარვალში მალავდა. მან სამართალდამცველებს დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია.

შუაღამისას კი 31 წლის ზ. კ. დააკავეს, რომელიც იტალიიდან კრიმინალური დანაშაულის გამო იყო გაძევებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები