სულიერება და სიბრძნე – ლევან ჯიბღაშვილის თქმით, ასე იშიფრება მისი ერთ-ერთი კომპანიის შ.პ.ს “სუს”-ის სახელი,- ამის შესახებ მსახიობმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
ჯიბღაშვილი ამბობს, რომ კომპანია საქველმოქმედო უნდა ყოფილიყო.
“ამოიღეს ჩემს მიერ დაფუძნებული კომპანიების ჩამონათვალი, სადაც დაფიქსირებული იყო შ.პ.ს სუსი. ეს კომპანია 2015 წელს არის რეგისტრირებული. მაშინ მე მქონდა საქველმოქმედო პროექტი, რომელიც უნდა გაგვეხორციელებინა. ორგანიზაციას უნდა დარქმეოდა სულიერება და სიბრძნე. როგორც წესი, როცა კომპანიას სახელს არქმევ, ინიციალების მითითება ხდება. ასე ჩემი ბევრი კომპანიის შემთხვევაში ყოფილა. ეს ინიციალები რომ ჩავწერე და ამონაწერი მოვიდა, დაერქვა სუსი. რა თქმა უნდა, ეს კომპანია არავის გამოუყენებია. ერთი ფანქარიც არ ყოფილა ამ კომპანიის მიერ ნაყიდი. საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა და მაშინვე გაიყინა ეს კომპანია”, – აცხადებს ჯიბღაშვილი.
სუსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემოკლებული სახელია.