LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მე ვარ ერთადერთი, ჩემი ფეხით წავალ ციხეში – ლევან ჯიბღაშვილი

1122
ლევან ჯიბღაშვილი

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი, ნარკოდანაშაულის საქმეზე, მის გირაოდ სანაცვლოდ გათავისუფლებაზე საზოგადოების რეაქციას TV პირველის ეთერში გამოეხმაურა. ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში, მან გაიხსენა, თუ როგორ “მოითხოვა” თავის ადვოკატებთან, რომ ის “საკუთარი ფეხით შებრუნდებოდა” ციხეში, თუ ერთადერთი მსგავსი შემთხვევა იქნებოდა.

“ჩემს ადვოკატებთან ვსაუბრობდი, როცა საზოგადოებისგან წამოვიდა ამხელა აგრესია: თუ მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ვარ განთავისუფლებული იგივე მუხლით და სხვა ყველა შემთხვევაში ადამიანები წასული არიან ციხეში, მაშინ ჩემი ფეხით წავალ იქ და მითხრეს, არა ლევან, არაა ასე”, — აცხადებს ჯიბღაშვილი.

როგორც მსახიობი აცხადებს, რომ ნარკომომხმარებელი არ არის და ამასთან, გამორიცხავს იმასაც, რომ პოლიციის მიერ მის ჩანთაში აღმოჩენელი ნივთიერებების რეალიზაციას გეგმავდა.

ლევან ჯიბღაშვილის ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავების შესახებ ინფორმაცია 22 აპრილს გავრცელდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

მსახიობის ადვოკატის განცხადებით, ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იპოვეს ბრალდებულს ეკუთვნოდა. მისივე თქმით, ჯიბღაშვილი ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

შსს-ს ინფორმაციით, ჯიბღაშვილის მანქანიდან 0,5659 გრამი კოკაინი და 0,1921 გრამი ექსტაზი (MDMA) ამოიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები