LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუის სუარესს ლონდონში წასვლამდე პასპორტი დარჩა: სად იტანდა უკეთ ანრი

29

დღეს ჩემპიონთა ლიგის ბრილიანტი მატჩია: ლონდონში ”არსენალი” შესაშურ ფორმაში მყოფ ”ბარსელონას” უმასპინძლებს და ”მეთოფეები” კი ეცდებიან გაისროლონ, მაგრამ რამდენად გამოუვათ ამას თამაში გვაჩვენებს. ისე, ინგლისელთა შანსები შესაძლოა გაზრდილიყო, მაგრამ აქაც არ გაუმართლდათ. საქმე ისაა, რომ ”ბარსას” დიდებულ ფორმაში მყოფ გამტანს ლუის სუარესს ლონდონში წასვლის წინ პასპორტი დაავიწყდა და საბუთების გარეშე აპირებდა ბრიტანეთში გამგზავრებას.

ის, რომ პასპორტი დარჩა, ამას სუარესი მხოლოდ აეროპორტში მიხვდა. ურუგვაელის სახლში ”ბარსელონას” დელეგაციის ერთ-ერთ წევრს მოუწია წასვლა. ეტყობა, ის სუარესზე ნაკლებს არ დარბის, რადგან დროზე მიუსწრო. მოკლედ, ლუისი ინგლისშია გუნდთან ერთად და მისთვის ნაცნობ მეტოქესთვის მორიგი გოლის გატანას შეეცდება.
ამასობაში ”ბარსელონას” და ”არსენალის” ფანებმა ტვიტერში შეჯიბრი მოაწყვეს, რომელი გუნდის შემადგენლობაში იტანდა ლეგენდარული ფრანგი ტიერი ანრი უკეთეს გოლებს.

ორივე გუნდის გულშემატკივრებმა ანრის საუკეთესო გოლების ვიდეოები ატვირთეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები