LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ დისაპორას შესაძლებლობა მიეცემა ფულად გზავნილებსა და ამანათებზე შეღავათებით ისარგებლოს

108

ქართულ დისაპორას შესაძლებლობა მიეცემა ფულად გზავნილებსა და ამანათებზე შეღავათებით ისარგებლოს.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დიასპორული გზავნილების და ამანათების შეღავათიანი გაგზავნის შეთავაზების გამეორებას გეგმავს.

როგორც ”ფორტუნას” დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ განუცხადა, ინიციატივა ითვალიწინებს, 60-80-კაციანი მსურველთა ჯგუფის არსებობის შემთხვევაში ე.წ. დიასპორული ანგარიშის გახსნას და თანხის გადარიცხვას კონკრეტულ ბანკში შეღავათინი პირობებით.

„უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ ქართულ ბანკში გახსნან ანაბარი. ბანკი 60-80 კაციანი მსურველთა ჯგუფის შემთხვევაში თავად ჩავა დანიშნულების ადგილზე ყველა საჭირო ატრიბუტიკით და იქ გაუწევს მსურველებს მომსახურებას, დაუმზადებს მათ  საოჯახო ბარათებს, რომელიც ძალიან აადვილებს თანხის გადმორიცხვას,” – განუცხადა ”ფორტუნას” დუმბაძემ.

მსგავსი ინიციატივა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შარშანაც ჰქონდა, თუმცა შარშან ეს ინიციატივა  ჩავარდა. გელა დუმბაძე ამის მიზეზად, დიაპორების მხრიდან დაინტერესების და ნდობის ნაკლებობას ასახელებს.