LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გათავისუფლა

26

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გათავისუფლა.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას მხარი პრეზიდენტის კვოტით არჩეული ვახტანგ მჭედლიშვილის გარდა ყველამ დაუჭირა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებული მამუკა ახვლედიანი სასამართლოს მოსამართლედ რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები