“ჭიაკოკონობასთან” დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 30-მდე ზარი შევიდა.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შეტყობინებები თბილისიდან შევიდა და ძირითადად, საბურავების დაწვის ფაქტებს უკავშირდებოდა.
უწყების ცნობით, ყველა შემთხვევაზე მოხდა რეაგირება და ცეცხლის ჩაქრობა.
უწყებაში ამბობენ, რომ მეხანძრე-მაშველებს ცეცხლის ქრობაში ბავშვებიც ეხმარებოდნენ.