LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანესა ჰედჯინსი და ოსტინ ბატლერი ,,კოაჩელაზე” გამოჩნდნენ (ფოტო)

867
149a09f567a9a834b34743f2346d11fe1e0f1512

დიდი ხანია მედიაში ვანესა ჰედჯინსის პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი დაწერილა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2011 წლიდან ამერიკელი მსახიობი და მომღერალი კოლეგას, ოსტინ ბატლერს ხვდება, ალბათ სასაუბრო ბევრი არაფერია.

უნდა აღინიშნოს, რომ 8 წლიანი რომანის განმავლობაში მათ შორის ურთიერთობა არც ერთხელ არ დაძაბულა.

იმ ფონზე, როცა ისინი სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული ფოტოების სიმრავლით არ გამოირჩევიან, თაყვანისმცემლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა კადრი ,,კოაჩელას” ფესტივალიდან, რომელიც ,,ინსტაგრამზე” ვანესამ გამოაქვეყნა.

ფოტოზე, 30 წლის ჰედჯინსი მასზე 3 წლით უმცროს ბატლერთან ერთად არის აღბეჭდილი, თუმცა უცნობია რომელი შემსრულებლის შოუს ესწრებოდა ვარსკვლავურ წყვილი.

 

View this post on Instagram

 

SO OBSESSED WITH THIS PIC FROM CHELLA thank you @ericunger for capturing ??

A post shared by Vanessa Hudgens (@vanessahudgens) on

შეგახსენებთ, რომ 2005-2010 წლებში ვანესა ჰედჯინსი ზაკ ეფრონს ხვდებოდა, ოსტინ ბატლერის შეყვარებულების შესახებ კი ცნობილი არაფერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები