ღვინის მწარმოებელი კომპანია ”თელავის ღვინის მარანი” ცქრიალა ღვინის ჩამოსხმას გეგმავს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა, ზურაბ რამაზაშვილმა განუცხადა, ახალი პროდუქცია ბაზარზე მიმდინარე წლის მაისიდან გამოჩნდება.
”საწყის ეტაპზე ვაპირებთ, ცქრიალა ღვინის 4-5 დასახელების წარმოებას. რაც შეეხება კონკურენტუნარიანობას, ჩვენი პროდუქცია ყოველთვის მოთხოვნადია ბაზარზე. შესაბამისად, ველით რომ ჩვენთან წარმოებულ ცქრიალა ღვინოზეც მოთხოვნა დიდი იქნება”, – განაცხადა რამაზაშვილმა.
„თელავის ღვინის მარანი“ 1915 წელს დაარსდა. ამჟამად კომპანია ოთხი ბრედის დასახელების ალკოჰოლურ სასმელს აწარმოებს. პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს 26 ქვეყანაში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვცეყნებში, პოლონეთში, ინგლისში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, აშშ-ში, კანადაში, სინგაპურში, იაპონიაში და ჩინეთში.