ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. პროკურატურამ ჯიბღაშვილისთვის 15 ათასი ლარის გირაო მოითხოვა, სასამართლომ კი მას 10-ათასიანი შეუფარდა.
„მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის, წარმოუდგენლად რთული ორი დღე გავიარე. ბოდიში ჩემს ოჯახსა და საზოგადოებას. მადლობა ჟურნალისტებს ობიექტურობისთვის”, – განაცხადა ჯიბღაშვილმა.
ამასთან, როგორც სხდომაზე პროკურორმა აღნიშნა, ლევან ჯიბღაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობის ერთ-ერთი მოტივი ის არის, რომ დაკავებული ბრალს აღიარებს.
შეგახსენებთ, ის ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ჯიბღაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა.