უიტნი ჰიუსტონის ყოფილი ასისტენტი რობინ კროუფოდი ახალ მემუარებს წერს, რომელიც გაყიდვაში შემოდგომაზე გამოვა. უკვე ცნობილია, რომ მემუარებში კროუფორდი საიდუმლო რომანზე მოყვება, რომელიც მას უიტნი ჰიუსტონთან ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ამ რომანის შესახებ გასულ წელს, უიტნის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან გახდა ცნობილი. მოგვიანებით თავად ჰიუსტონის ოჯახმაც დაადასტურა, რომ უიტნის მეგობარ ქალთან რომანი ჰქონდა.
კროუფორდი უიტნისთან დაძაბულ ურთიერთობებსა და საუკეთესო მოგონებებზე დაწერს. ის დღემდე მიიჩნევს, რომ უიტნი მისთვის ყველაზე სანდო და ლოიალური მეგობარი იყო.