მასშტაბური კვლევის მიხედვით, გამოკვლეული ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შედეგები რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. როგორც აღმოჩნდა, რთული ვითარებაა დასავლეთში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის რეგიონში ფიქსირდება.
შეგახსენებთ, 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონცენტრაციაც კი, რომელსაც არ ახლავს სპეციფიური კლინიკური გამოხატულება და ადრე უსაფრთხოდ ითვლებოდა, დღეისათვის მიიჩნევა, რომ ორგანიზმში სხვადასხვა სპექტრის პრობლემებს განაპირობებს.
გამოკვლეული ბავშვების ნახევარში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოვლინდა
ასეთია კვლევის შედეგები, რომელმაც მთელი საქართველოს მასშტაბით, 2-დან 7 წლამდე ასაკის 1 578 ბავშვი მოიცვა.
კერძოდ, ტყვიამ შეიძლება დააზიანოს ტვინის განვითარება, რაც გამოიხატება ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტის დაქვეითებაში და ისეთ ქცევით ცვლილებებში, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, ანტისოციალური ქცევა და დაბალი აკადემიური მოსწრება. ორგანიზმში ტყვიის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია, ჰიპერტენზია, თირკმლის დაზიანება და რეპროდუქციული ორგანოების პრობლემები.
ორსულის ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობა შეიძლება გახდეს სპონტანური აბორტის, მკვდრად შობადობის, ნაადრევი მშობიარობისა და ახალშობილის დაბალი წონის მიზეზი.