LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანმა გეგმამ საზოგადოებას იმედი გაუჩინა (ვიდეო)

52

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული დღე, – ამ სიტყვებით სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის მიერ საზოგადოებისთვის წარდგენილი ფეხბურთის განვითარების პროგრამა შეაფასა.

ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, ამ პროექტმა საფეხბურთო საზოგადოება გააერთიანა და იმედი გაუჩინა. მისივე განცხადებით, არსებული პროექტი ქართული ფეხბურთის განვითარებას ახალ ეტაპზე გაიყვანს.

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული დღე არა მხოლოდ იმიტომ, რომ პროექტი წარმოადგინა ფედერაციამ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ვხედავთ საფეხბურთო საზოგადოებას გაერთიანებულს, ვხედავთ უამრავ ადამიანს იმედით აღსავსეს. ყველა იმ ადამიანს, ვინც ფეხბურთით არის დაკავებული ,დღეს მიეცემა საშუალება, რომ მიიღოს მონაწილეობა ფეხბურთის შემდგომ განვითარებაში. დარწმუნებული ვართ, რომ გვერდში დაგვიდგება გულშემატკივარი და ისევ ყველა ერთად გავიხარებთ ქართველი ფეხბურთელების წარმატებით, ქართული კლუბების წარმატებით. ეს არის თანმიმდევრული პროექტი, სახელმწიფოს მხარდაჭერა და კერძო ინვესტიციების ერთობლიობა. ეს ყველაფერი ახალ ეტაპზე გადაიყვანს ქართულ ფეხბურთს. მადლობას ვუხდი ყველა პიროვნებას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები