LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ მეჯვრისხევიდან გატაცებული მწყემსი გაათავისუფლეს

176
საოკუპაციო ხაზი

რუსმა ოკუპანტებმა 20 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან გატაცებული მწყემსი გაათავისუფლეს – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

არსებული ინფორმაციით, 45 წლის გოჩა ფიდიური ქართულ მხარეს რამდენიმე საათის წინ გადასცეს. გათავისუფლებული მამაკაცი ამჟამად გორის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება, რის შემდეგაც მას შინ დააბრუნებენ.

შეგახსენებთ, 45 წლის მამაკაცი, 20 აპრილს ე.წ. მესაზღვრეებმა სოფლის მიმდებარედ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როცა ის პირუტყვს მწყემსავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები