LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქირია-კუჭავას საქმის დეტალები – რა საეჭვო გარემოებებზე საუბრობს ადვოკატი?

50

თუ პროკურატურა დაგვარწმუნებს, რომ პროკურორი ვახტანგ ქირია მოკლა ბიძინა კუჭავამ და შემდეგ თავი მოიკლა, სხვანაირ პოზიციას დავიკავებთ და ქირიას ოჯახს ბოდიშსაც მოვუხდით – ამის შესახებ კუჭავას ოჯახის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი აზრით, პროკურატურას კუჭავას ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

”მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, ტელეეთერით, განაცხადა, რომ კუჭავასა და ქირიას ოჯახისათვის ხელმისაწვდომი იყო საქმის მასალები. ჩვენ ეს მასალები არ გადმოგვცემია სრულად. თავიდან გადმოგვეცა პოპოვის ვითომ აღიარებითი ჩვენება. ქალაქის ჩვენ გამოვრიცხავთ იმ ვერსიას, რომ კუჭავამ მოკლა ქირია და თავი მოიკლა” – განაცხადა ადვოკატმა.

ნათია კორკოტაძის თქმით, გამოძიებას რომ რაიმე მტკიცებულება ჰქონდეს და რამე კვალს ადგეს, ამის შესახებ უკვე ცნობილი იქნებოდა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, პროკურატურას საქმის მასალების გადაცემის შუამდგომლობით მიმართეს.

”თუ, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, აუდიო და ვიდეომასალის გადმოცემა არ უნდათ, მაშინ ჩვენ მივალთ საგამოძიებო უწყებაში და მათი თანდასწრებით ვნახავთ მასალებს, კერძოდ, ვინ გამოიყვანა ქირია, ვისი ზარით გამოვიდა კუჭავა, სად გადაადგილდებოდა. როდესაც ამბობენ, რომ კოსტავაზე, ევრობეთთან შეჩერდა და ფული გამოიტანა, კადრებში კუჭავა უნდა კოჭლობდეს, ვინაიდან გამოძიების ვერსიით, მას ფეხის თითი ჰქონდა დაზიანებული” – განაცხადა კორკოტაძემ.

რაც ეხება ბიძინა კუჭავას ფარეხში აღმოჩენილ ძვალს, ოჯახის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანის ძვალი არ არის. გარდა ამისა, ნათია კორკოტაძე ამბობს, რომ გამომძიებლის ინფორმაციით, ძვალს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია და, შესაბამისად, არ იციან, ვის ან რისი ფრაგმენტია ფარეხში აღმოჩენილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები