C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპზე პაციენტები წინაზე ბევრად ეფექტურ მედიკამენტს მიიღებენ, განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.
დავით სერგეენკოს განმარტებით, მეორე ეტაპზე არ შეცვლილა პაციენტის შერჩევის კრიტერიუმები და მედიკამენტს მიიღებს ის ადამიანი, რომელსაც დაავადების შორს წასული ფორმა ექნება. მისი თქმით, პრეპარატ “ჰარვონის” საბაზრო ღირებულება მინიმუმ 100 ათასი დოლარია, ამიტომ მედიკამენტს მთავრობა უფასოდ რომ არ იღებდეს, წელიწადში პროგრამის ღირებულება ორ მილიარდ დოლარს გაუტოლდებოდა.
საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის შედეგად კი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს 20 მილიონი უჯდება,რადგან მხოლოდ დიაგნოსტიკისა და დამატებითი პრეპარატების დაფინანსება უწევს.