რატი ამაღლობელი, რომელიც ხშირად სტუმრობს გუდაურს სასრიალოდ, წერს, რომ ახლა ამ საქმიანობისთვის ასეთ შესაბამის ამინდში, როცა თოვლია, საბაგიროები დაიხურა და ამ გადწყვეტილებას გაუმართლებად მიიჩნევს.
გთავაზობთ ცნობილი პოეტის მოსაზრებას ამ თემაზე:
„ასეთი ამინდი და თოვლია გუდაურში, საბაგიროები კი გამორთეს, სეზონი დახურეს, მაშინ როცა კურორტი უნდა მაქსიმალურად აპიარო თავისი სიახლეებითა და უნიკალურობებით, მაგალითად, კობის ახალი საბაგიროთი, იქ არსებული ჩრდილო ექსპოზიციის მქონე ტრასებით (კობის მიმართულებით საბაგიროების დაყენების ერთერთი მთავარი არგუმენტი ხომ სწორედ სეზონის გახანგრძლივება იყო), ასევე საძელეთი, მისი ჩრდილო-დასავლეთ ფერდებით, რომელთა განუმერებლობა და უპირატესობა სწორედ აპრილ-მაისში იჩენს თავს.
სეზონის დახურვის არგუმენტედ დაწერენ, რომ ტურისტებმა იკლეს, თუმცა ვფიქრობ რომ, როდესაც მსიფლიოში უამრავი მყარად ჩამოყალიბებული ბრენდის მქონე კონკურენტი-კურორტი გყავს, შენი მზარდი შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივებზე მიმართული პოლიტიკით უნდა განამტკიცო და არა მხოლოდ არსებული ტურისტების კალკულატორზე თვლით და საბაგიროს ჩართვა-არჩართვის საკითხის მათ რაოდენობაზე მორგებით. მე რა, წავალ სკიტურზე, სიჩუმეში და ნაკლებ ტურისტში, რაც პირადად ჩემთვის სულ არაა ცუდი, სულ პირიქით“.