გიორგი ჩაკვეტაძემ “გენტის” ძირითადში 4 თვის შემდეგ პირველად ითამაშა. “გენტი” ბრიუსელში “ანდერლეხტს” დაუზავდა – 0:0.
ჩაკვეტაძე 59-ე წუთზე შეცვალეს ტრავმის გამო, გიორგი ქვილითაია კი მხოლოდ ბოლო წუთზე შევიდა.
სერია ა-ში ითამაშა ლევან მჭედლიძემ, ის მეორე ტაიმიდან ჩაერთო და საგოლე პასიც გააკეთა (47-ე წთ), თუმცა მისი “ემპოლი” სპალ-თან 2:4 დამარცხდა და გასავარდნ ზონაშია.
რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში “ლოკომოტივი” ცსკა-ს დაუზავდა – 1:1.
საბა კვირკველიამ შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგო იყო.
კვირკველიამ არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი და რუსი ჟურნალისტებისგან მორიგი ქება საიმსახურა.
ჯანო ანანიძის “კრილია სოვეტოვი” კი 0:1 დამარცხდა მოსკოვის “დინამოსთან”.
ჯანო ძირითადში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს.
უნგრეთში ჩემპიონობას მიუახლოვდა ლაშა დვალის “ფერენცვაროში”, რომელმაც 4:1 დაამარცხა უახლოესი მდევარი “ვიდი” და 11 ქულით გაუსწრო. დვალმა სრულად ითამაშა და შესაძლოა, მომავალ ტურშივე გახდეს უნგრეთის ჩემპიონი.
90 წუთი ითამაშეს “ტობოლის” ქართველებმა – ნიკა კვეკვესკირმა და ჯაბა კანკავამ. ქართველების გუნდმა პირველად დაკარგა ქულები სეზონში – 0:0 “ჟეიცუსთან”.
ესპანეთის მეორე დივიზიონში ითამაშა გიორგი აბურჯანიამ (90 წთ), რომლის “ლუგო” “გრანადასთან” შინ დამარცხდა 1:2.
შვეიცარიაში “ლუცერნმა” “სენტ გალენი” გასვლაზე 2:1 დაამარცხა. ოთარ კაკაბაძე მოედანზე, მხოლოდ მსაჯის მიერ წამატებულ დროში შევიდა.
ლევან ხარაბაძემ სრულად ითამაშა, მისი „ციურიხი“ კი სტუმრად 0:3 დამარცხდა „ლუგანოსთან“.
დანიაში, საბა ლობჟანიძე 87-ე წუთზე გამოცვალე. „რანდერსმა“ 1:0 აჯობა „ჰობროს“.
ოთარ კიტეიშვილი სკამზე დარჩა, თუმცა 62-ე წუთიდან ჩაერთო მატჩში, რომელშიც „შტურმმა“ 1:2 წააგო „ვოლფსბერგერთან“.
ამერიკაში, “სან ხოსემ” “კანზას სიტი” 4:1 დაამარცხა. გურამ კაშია ტრავმის გამო არ ყოფილა, ვაკო ყაზაიშვილი თადარიგში დარჩა.