LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

590
ნალექიანი ამინდი

26 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი, უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.

„26-27 აპრილიდან ტემპერატურა თანდათან მოიმატებს და ნალექიც შეწყდება. სააღდგომოდ უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურაც მოიმატებს – დასავლეთ საქართველოში +25+27 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთში- +23+25 გრადუსი, თბილისში – +22+23 გრადუსი“, – განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

რაც შეეხება ხვალინდელ პროგნოზს, ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.

„აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ზოგან ნისლი იყოს, მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი. დასავლეთ საქართველოში ზოგან დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. 21 აპრილს მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18+17 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში +8+13 გრადუსი იქნება. რაც შეეხება დედაქალაქს, ხვალ თბილისში იწვიმებს, იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ-ში. მაქსიმალური ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები