ძველ ბათუმში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად დამწვარია ორსართულიანი სახლის სახურავის 400 კვადრატული მეტრი ფართი. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები.
მერიის ინფორმაციით, სახლში 8 ოჯახი ცხოვრობდა, რომელბიც მერიამ დროებით საცხოვრებელში გადაიყვანა.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ხანძრის ლიკვიდაცია დაახლოებით ერთ საათში შეძლეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.