LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ჩამოვიდა

47

საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მევლუთ ჩავუშოღლუს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა თურქ კოლეგასთან. მხარეები განიხილავენ თურქეთ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

19 თებერვალს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები