LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზენაეს სასამართლოსთან აქციაზე “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი დააკავეს

183
Capture

უზენაეს სასამართლოსთან მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, ზაზა დავითაია დააკავეს.

მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოდან პარლამენტთან, “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების’’ ბლოკის წევრებისა და საზოგადოების წარმომადგენლების აქცია – მსვლელობა იმართება.

დაკავებას წინ უძღოდა ზაზა დავითაიასა და შალვა შავგულიძეს შორის უთანხმოება.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, დაკავება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო მოხდა.